გადაწყდა - მარგველაშვილი „მეზოკოვეშდში“ ჩაირიცხა
გადაწყდა - მარგველაშვილი „მეზოკოვეშდში“ ჩაირიცხა

გაგი მარგველაშვილმა „საბურთალო“ დატოვა და კარიერას უნგრეთის უმაღლესი ლიგის „მეზოკოვეშდში“ განაგრძობს, – ინფორმაციას გერმანული სამენჯერო ინტერნეტსააგენტოტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

უნგრული ინტერნეტგამოცემა csakfoci-ის ცნობით, „მეზოკოვეშდში“ გაგი მარგველაშვილი სხვა ქართველ ფეხბურთელს, შესაძლოა, უახლოეს საათებში შეუერთდეს.

„გუნდი, რომელიც ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ მე -8 ადგილზეა, საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას ორშაბათს შეუდგა, პარასკევს „მეზოკოვეშდმა“ კონტრაქტი ორი მოთამაშესთან გააფორმა. მათ შორის იყო „დინამო თბილისის“ შემტევი ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ატილა პინტერმა დაცვის გაძლიერება ასევე ქართველი ფეხბურთელით სცადა – ის „საბურთალოს“ ყოფილი კაპიტანი გაგი მარგველაშვილია. 24 წლის მოთამაშე დაცვის ცენტრში თამაშობს. კარიერის განმავლობაში მხოლოდ „საბურთალოში“ თამაშობდა. ასევე იყოს საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი. ის ნოდარ ქავთარაძისა და ლუკა ლაკველეხიანის შემდეგ „მეზოკოვედის“ მესამე ქართველი ფეხბურთელია“, – წერს გამოცემა.

ტრანსფერმარკტი“ ინფორმაციით, მარგველაშვილი უნგრულ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და მასში „საბურთალოს“ ევროც არ აუღია.