ქავთარაძე სადებიუტო მატჩში დაშავდა
ქავთარაძე სადებიუტო მატჩში დაშავდა

ნოდარ ქავთარაძემ „მეზოკოვეშდის“ შემადგენლობაში უნგრეთის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ მწვრთნელი იძულებული გახდა მატჩის ბოლოს შეეცვალა.

საქმე ისაა, რომ ნოდარ ქავთარაძე „კიშვარდასთან“ გასვლით შეხვედრაში „მეზოკოვეშდის“ სათადარიგოთა შორის იყო , მოედანზე კი 50-ე წუთზე გამოჩნდა, 62-ე წუთზე ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო, ხოლო 85-ე წუთზე მწვრთნელმა შეცვალა. როგორც გაირკვა, მიზეზი ტრავმაა. რამდენად სერიოზული, გუნდის ვებ გვერდი არ იუწყება.

მეზოკოვეშდს“ ვერ ეხმარება ლუკა ლაკვეხელიანი, რომელსაც 2020 წელს ჯვარედინი იოგები გაუწყდა და რეაბილიტაციას მალე დაასრულებს. უნგრული გუნდის განაცხადში ჯერ არც გაგი მარგველაშვილი ყოფილა – „საბურთალოს“ ყოფილი კაპიტანი გუნდში მცირე ხნის წინ ჩაირიცხა.