უნგრული გამოცემა მარგველაშვილზე - იყო შეკრებაზე, სპარინგებიც ითამაშა, კლუბმა კი კონტრაქტი არ დაადასტურა
უნგრული გამოცემა მარგველაშვილზე - იყო შეკრებაზე, სპარინგებიც ითამაშა, კლუბმა კი კონტრაქტი არ დაადასტურა

უნგრულმა გამოცემამ, csakfoci.hu-მ გაგი მარგველაშვილის „მეზოკოვეშდში“ ჩაშლილ ტრანსფერთან დაკავშირებით, საინტერესო წერილი გამოაქვეყნა. ჟურნალისტმა ლენკო პატრიკმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ მომხდარით გაოცებულია, რადგან მისი ცნობითაც, უნგრულმა გუნდმა 24 წლის ქართველ მცველთან კონტრაქტი გააფორმა.

ხელმოწერილია, მაგრამ კონტრაქტი არ არის – მეზოკოვეშდის უცნაური ტრანსფერის საქმე – დეტალები:

Csakfoci-ის ცნობით, გაგა მარგველაშვილის ტრანსფერზე შეთანხმება არ შედგა, მან კი ქართულ პრესაში განაცხადა, რომ „მეზოკოვეშდთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა.

როგორც ჩვენი ვებგვერდი წერდა, გუნდში ქართველი მოთამაშე დაცვის გასაძლიერებლად მიიწვიეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელი ზამთარში გუნდთან ერთად ემზადებოდა, ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა – მთავარმა მწვრთნელმა ატილა პინტერმადოროგისთან“ ტაიმი დაუთმო, ხოლო შემდეგ „დიოშ გიორთან“ – 23 წუთი ათამაშა.

24 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი „მეზოკოვეშდში“ ოფიციალურად არ გამოაცხადეს, მაგრამ, ამავე დროს ის Transfermarkt– ის მონაცემთა ბაზაში გუნდის მოთამაშედ არის დასახელებული, ხოლო ფეხბურთელის ყოფილი კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ მარგველაშვილმა გუნდი ნამდვილად შეიცვალა და კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა“, – ვკითხულობთ წერილში.

Csakfoci.hu-ს კლუბში აცნობეს, რომ მარგველაშვილის საქმეზე შეთანხმება ვერ შედგა: „ჩვენ ვიცით, რომ კლუბმა მცველთან კონტრაქტზე უარი თქვა. ამიტომ, მოთამაშე იძულებულია ახალი გუნდი მოძებნოს. ჩვენ დავუკავშირდით „მეზოკოვეშდის“ პრესსამსახურს და შემდეგი პასუხი მივიღეთ – „კლუბსა და მოთამაშეს შორის კონტრაქტი არ გაფორმებულა, ჩვენს კლუბს მოთამაშესთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს“.