მარგველაშვილი „მეზოკოვეშდში“ არ ჩარიცხულა, ის „ლოკომოტივში“ ვარჯიშობს
მარგველაშვილი „მეზოკოვეშდში“ არ ჩარიცხულა, ის „ლოკომოტივში“ ვარჯიშობს

გაგი მარგველაშვილია საქართველოშია და თბილისის „ლოკომოტივში“ ვარჯიშობს.

15 იანვარს „საბურთალოს“ ყველაზე სტაჟიანმა მოთამაშემ, კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა უნგრულ „მეზოკოვეშდთან” კონტრაქტი გააფორმა. მისივე კომენტარიდან ცნობილი გახდა, რომ უნგრეთში იმყოფებოდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან 6 თვეს +2 წელი ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ახალ კლუბთან ერთად შეკრებაზეც იმყოფებოდა. მეტიც, მარგველაშვილის თქმით, „მეზოკოვეშდის“ მწვრთნელი ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობდა, რადგან მის ხელში სხვადასხვა დროს 16 ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. ამ დროს, მარგველაშვილი თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე დღეს თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად გამოჩნდა. მისი თქმით, უნგრეთიდან წამოვიდა, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჩვენთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „მეზოკოვეშდში“ მისი ყოფილი თანაგუნდელი ლუკა ლაკვეხელიანი, ასევე ყოფილი დინამოელი ნოდარ ქავთარაძე და უკრაინის მოქალაქეობის მქონე მიხეილ მესხი თამაშობენ.