ზიმბამბვეს თავდაცვის მინისტრი - „კოვიდ - 19“-ის გავრცელებით ღმერთი დასავლეთის ქვეყნებს ზიმბამბვესთვის სანქციების დაწესების გამო სჯის
ზიმბამბვეს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „კოვიდ – 19“-ის გავრცელებით ღმერთი დასავლეთის ქვეყნებს ზიმბამბვესთვის სანქციების დაწესების გამო სჯის.
„მათ უნდა იგრძნონ კორონავირუსის ეფექტი და გაიგონ ტკივილი. ახლა ისინი სახლებში არიან გამოკეტილები. მათ ეკონომიკა სულს ღაფავს ისევე, როგორც ჩვენ გაგვიკეთეს“, – განაცხადა ზიმბამბვეს თავდაცვის მინისტრმა ოპაჰ მუჩინგურიმ.
ზიმბაბვეს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია ქვეყანაში „კოვიდ – 19“-ის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.