ზიმბამბვეს თავდაცვის მინისტრი – „კოვიდ – 19“-ის გავრცელებით ღმერთი დასავლეთის ქვეყნებს ზიმბამბვესთვის სანქციების დაწესების გამო სჯის

16:53, 15.03.2020

ზიმბამბვეს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „კოვიდ – 19“-ის გავრცელებით ღმერთი დასავლეთის ქვეყნებს ზიმბამბვესთვის სანქციების დაწესების გამო სჯის.

„მათ უნდა იგრძნონ კორონავირუსის ეფექტი და გაიგონ ტკივილი. ახლა ისინი სახლებში არიან გამოკეტილები. მათ ეკონომიკა სულს ღაფავს ისევე, როგორც ჩვენ გაგვიკეთეს“, – განაცხადა ზიმბამბვეს თავდაცვის მინისტრმა ოპაჰ მუჩინგურიმ.

ზიმბაბვეს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია ქვეყანაში „კოვიდ – 19“-ის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

მსგავსი