ზიგმარ გაბრიელი - სერბეთმა უნდა აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, თუ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს
ზიგმარ გაბრიელი - სერბეთმა უნდა აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, თუ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს

სერბეთმა უნდა აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, თუ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, – ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა პრიშტინაში სტუმრობისას გააკეთა.

გერმანელი დიპლომატი კოსოვოს პრემიერ-მინისტრ, რამუშ ჰარადინაჯს შეხვდა და მასთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

„თუ სერბეთს სურს, ევროკავშირს დაუახლოვდეს, მან უნდა შეძლოს კანონის უზენაესობის დაცვა, ამასთან, უნდა შეძლოს,  მიიღოს და დაეთანხმოს კოსოვოს დამოუკიდებლობა“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს გზავნილი მან სერბ კოლეგასთან შეხვედრაზეც გაახმიანა. სერბეთს სურს, რომ ევროკავშირში 2028-წლამდე გაწევრიანდეს. ეს ვადა ბრიუსელისთვისაც მისაღებია. თუმცა, ბელგრადში იმედი აქვთ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ იქნება მთავარი წინაპირობა, რომელსაც სერბეთს ევროკავშირი წაუყენებს.

კოსოვოს დამოუკიდებლობას ამჟამად ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფო აღიარებს. გერმანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას მხარი დაუჭირა.