გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი ახალ მთავრობაში თანამდებობას არ დაიკავებს

14:01, 08.03.2018

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზიგმარ გაბრიელი ახალ მთავრობაში თანამდებობას არ დაიკავებს. აღნიშნული ინფორმაცია სოციალ-დემოკრატებმა კოალიციური მთავრობის წევრების შემადგენლობის ოფიციალურად დასახელებამდე ერთი დღით ადრე გაავრცელეს.

თავად ზიგმარ გაბრიელიც ადასტურებს, რომ ანგელა მერკელის ახალ კოალიციურ მთავრობაში წარმოდგენილი არ იქნება.

გადაწყვეტილება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო.

გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრობის მთავარ კანდიდატად, სოციალ-დემოკრატების საპარლამენტო პარტიის ლიდერი, ტომას ოპერმანი სახელდება.

მსგავსი