ზესტაფონთან ახლოს ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლისა და ავტომანქანის შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა.
დაშავებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.