ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე დღეიდან, 6 ივლისამდე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე დღეიდან, 6 ივლისამდე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე (ე.წ. ყავების ქუჩა, კმ193-კმ195 მონაკვეთი), მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 6 ივლისამდე, პერიოდული სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ზესტაფონის თამარ მეფის ქუჩის გავლით. ხოლო, დროის ამ პერიოდში დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ქალაქ ზესტაფონის გავლით.