საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზესტაფონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.
„შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ195-196 (ქ. ზესტაფონი) მონაკვეთზე 2023 წლის 3-7 ივლისს დაგეგმილია პირველი და მეორე მთავარი სარკინიგზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება, რის გამოც 2023 წლის 3, 4, 5, 6 და 7 ივლისს, ყოველდღე, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქ. ზესტაფონის გავლით. ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.