ზესტაფონის საოლქო საარჩევო კომისიის მონაცემებით, ზესტაფონის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 47 პროცენტი შეადგინა. რიგგარეშე არჩევნებზე, 20:00 საათისთვის 25 857-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
ზესტაფონის 51-ე ოლქში ხმის მიცემის პროცესი უკვე დასრულებულია. 53-ვე უბანი 20:00 საათზე დაიხურა. დაილუქა საარჩევნო ყუთები. კომისიის წევრებმა ფუნქციები ხელახლა გადაინაწილეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის უბნებზე გამოუყენებელ ბიულეტენებს ითვლიან, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცედურა დაიწყება.
ზესტაფონის საარჩევნო ოლქში დღის განმავლობაში ექვსი საჩივარი შევიდა.
ზესტაფონში რიგგარეშე არჩევნებზე დღეს მერს ირჩევდნენ.