ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მარეთვის სააგენტო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში, სამწვერას ჩანჩქერზე წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. მოზარდი ჩანჩერიდან გადახტა და დამრეცი ნაპირის გამო, უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა დამოუკიდებლად ვეღარ მოახერხა.
ადგილზე დასახმარებლად უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი წყლიდან თოკების საშუალებით ნაპირზე უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ზესტაფონის სამმართველოს სამაშველო ჯგუფი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.