ზესტაფონის 51-ე ოლქში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ზესტაფონის 51-ე ოლქში ხმის მოცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 53-ვე უბანზე ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად წარიმართა.
კომისიის წევრებმა ფუნქციები წილისყრით გადაინაწილეს და ზუსტად 08:00 საათზე პირველი ამომრჩეველი მიიღეს.
უბნების გახსნის პროცედურასთან დაკავშირებით საჩივრები არ დაწერილა. ამ დროისთვის საოლქო კომისიაში საჩივარი ჯერ არ შესულა. აქტივობის პირველი მაჩვენებელი 10:00 საათზე გახდება ცნობილი. მთლიან ოლქში 54 943 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ზესტაფონის მერის რიგგარეშე არჩევნებში 16 კანდიდატი მონაწილეობს.
პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის თებერვალში ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობიდან გადადგა.