ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე ლიპყინულის გამო რამდენიმე ავარია მოხდა
ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალი მოყინულია, რის გამოც, რამდენიმე ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ერთ-ერთი ავტოავარია სოფელ ეწერთან მოხდა, სადაც სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდნენ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე საპატრულო პოლიცია არის მობილიზებული და ავტომობილების ნაკადს აკონტროლებს.