ზაზა სარალიძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შესთავაზა, ყოველ ორ საათში ერთად შეამოწმონ კარვები და ვიდეოგადაღება აწარმოონ
ზაზა სარალიძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შესთავაზა, ყოველ ორ საათში ერთად შეამოწმონ კარვები და ვიდეოგადაღება აწარმოონ

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შესთავაზა, ყოველ ორ საათში ერთად შეამოწმონ კარვები და შემოწმებისას ვიდეოგადაღება აწარმოონ.

სარალიძის თქმით, პატრულის თანამშრომლებმა უნდა ნახონ, რომ აქციის მონაწილეებს კარვებში საეჭვო ნივთები არ აქვთ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე კარვების შემოწმება საჭირო არ არის და თუ ამის საჭიროება იქნება, კარვებს​ სარალიძესთან ერთად დაათვალიერებენ.