მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე ზაზა სარალიძე იკითხება 
მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე ზაზა სარალიძე იკითხება 

მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე დაზარალებული მხარე, ზაზა სარალიძე იკითხება.

როგორც სხდომის დაწყებამდე ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, სარალიძე სხდომაზე აპირებს ისაუბროს ყველა იმ დეტალზე, რომელზიც მას აქვს შვილის მკვლელობასა და მომხდარში მიხეილ კალანდიას შემხებლობაზე. ასევე ადვოკატი ითხოვს, რომ სხდომები საჯარო გახდეს. ნესტან ლონდარიძის განცხადებით, დაზარალებული მხარის პოზიცია უცვლელია, დაისაჯონ და პასუხი აგონ საჯარო მოხელეებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ საქმის გამოძიებასა და წარმოებაში.

მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომების გახსნას ითხოვს დაკავებულის ადვოკატიც. ზურაბ თოდუა აპირებს, დაზარალებულ მხარეს, ზაზა სარალიძეს მომხდართან დაკავშირებით კითხვები დაუსვას დღევანდელ სხდომაზე.

„ბატონი ზაზა სარალიძე ამ საქმეში დაზარალებულია და მისთვის არავის დაუსვამს ისეთი კითხვები, რომელიც დაცვის მხარეს აქვს. ეს საქმე არის ზედმეტად პოლიტიზირებული, მე მისი პასუხები მაინტერესებს პოლიტიკურ აქციებთან, პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით. ზაზა სარალიძე მუდმივად აკეთებდა განცხადებებს, რომ ხელისუფლება უნდა დაემხოს, ეს გადადგეს, ის უნდა გადადგესო, რუსთაველის პროსპექტი გადაკეტა, მაჩალიკაშვილთან კავშირში რატომ არის, უამრავი კითხვა მაქვს“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.