ზაზა სარალიძე - ვფიქრობ, ახლა მერაბ მორჩაძე გაწირეს, რომ კალანდია და სუბელიანი გამოაძვრინონ
ზაზა სარალიძე - ვფიქრობ, ახლა მერაბ მორჩაძე გაწირეს, რომ კალანდია და სუბელიანი გამოაძვრინონ

ვფიქრობ, ახლა მერაბ მორჩაძე გაწირეს, რომ კალანდია და სუბელიანი გამოაძვრინონ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მერაბ მორჩაძეს არ იცნობს და საერთოდ არ გაუგია მისი სახელი ექვსი თვის განმავლობაში.

„საინტერესოა, ვინ არის მოწმე და ვინ თქვა, რომ მორჩაძემ ეს დანაშაული ჩაიდინა. გამოდის, რომ ამით კალანდიას ჩვენებას აპრავებენ. მერაბ მორჩაძე დააკავეს იქიდან გამომდინარე, კალანდიამ რა ჩვენებებიც შეცვალა სასამართლოზე, რომ გააპრავონ მორჩაძის დაკავებით, რომ კალანდია ზეწოლის ქვეშ აძლევდა ჩვენებებს და კალანდია გამოაძვრინონ? ვაი მაგათ პატრონს, მაგ სისულეების უკვე აღარავის სჯერა. ზუსტად ამიტომ მოვითხოვე გიორგი გახარიას გადადგომა, მეტი კი არაფრისთვის. კიდევ სისულელე ნაბიჯებს რომ დგამენ და ცდილობენ, საქმეები შეკერონ. რა შუაშია მორჩაძე, საერთოდ არ გამიგია ეს გვარი ამ ექვსი თვის განმავლობაში, აზრზე არ ვარ, ვინ არის. მედიით გავიგე, რომ კალანდიების ნათესავი ყოფილა მორჩაძე. ვფიქრობ, რომ ახლა მორჩაძე გაწირეს, რომ კალანდია და სუბელიანი გამოაძვრინონ, აღარ რცხვენიათ საერთოდ?“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.