თუ აქაც დავინახავ მარტო ხალხს, მაშინ მოვალ, მე გადავწყვეტ, სად წავალ. ჯერ არსად მივდივარ, სახლის გარდა, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ვაკის პარკის დატოვებამდე განაცხადა, სადაც აქციაზე „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ იმყოფებოდა.
„სახლში მივდივარ, უნდა დავისვენო. ოთხი დღეა არ მიძინია“, – აღნიშნა სარალიძემ.
კითხვაზე, მიიღო თუ არა რაიმე შეთავაზება სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასგან, ზაზა სარალიძემ პირველ პირველ არხს განუცხადა, რომ შეთავაზება არ მიუღია.
„არაფერი შემოუთაზებია, სახლში უსაფრთხოდ მიყვანა შემომთავაზა“, – აღნიშნა სარალიძემ.
მისივე თქმით, ბრძოლის ველზე მარტო რჩება.
„ჩემი გადაწყვეტილება მე ვიცი, აღარ მჭირდება არანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე. მე ვერც აქ და ვეღარც იქ დავინახე ხალხის ერთობა. ჯერ არ გადამიწყვეტია ბოლომდე, გადავწყვეტ“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.