ზაზა სარალიძე მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას და ამ შეხვედრაზე გიორგი გახარიას და თეა წულუკიანის დასწრებას ითხოვს
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას აპირებს და აღნიშნულ შეხვედრაზე შს და იუსტიციის მინისტრების, გიორგი გახარიას და თეა წულუკიანის დასწრებას მოითხოვს.
„ველოდები რომელი მინისტრები დარჩებიან. აუცილებლად მინდა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გახარია და წულუკიანიც რომ დაესწრნონ. თუ არ დარჩებიან, მაინც მოვითხოვ მათ დასწრებას“, – განაცხადა სარალიძემ დღეს პანკისში.
ამასთან, მისი თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიაზე გუშინ ხორავას ქუჩაზე საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძისა და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის პასუხები არაადეკვატური იყო.
„მე რომ მთავარი პროკურორი ან გიორგი გახარია ვიყო, ორივეს დავაკავებდი, როგორც კი დაკითხვა დასრულდებოდა. ორივე მათგანი მფარველობდა ამ საქმეს და წესით, ორივე უნდა დააკავონ“ ,- აცხადებს ზაზა სარალიძე.
ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავასთან ერთად, დღეს პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახში ჩავიდა.