თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდება.
ზაზა სარალიძე საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფება.
მანამდე სარალიძე სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც დღეს ღვთისმსახურება ილია მეორემ აღავლინა. ზიარების შემდეგ კი, პატრიარქმა სარალიძე და მისი მეუღლე საპატრიარქოში საკუთარი ავტომობილით წაიყვანა.