ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე პორტუგალიაში მიმდინარე კანოე-კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. შესარჩევ ტურში ზაზა ნადირაძე 200 მეტრიან დისტანციაზე მეორე ადგილზე გავიდა და ოქროს მედლის მოსაპოვებლად რუს და გერმანელ კონკურენტებს შეეჯიბრება.
ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრიანი დისტანციაში საუკეთესო შედეგი კი ბადრი ყაველაშვილმა დააფიქსირა და ფინალში პირველი ნომრით გავიდა, სადაც ლიდერის სტატუსით იასპარეზებს.
ფინალური შეჯიბრები ხვალ საღამოს გაიმართება.