ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი ზაზა ნადირაძემ მოუტანა.

ქართველმა ნიჩბოსანმა გუშინ 200 მეტრ დისტანციაზე გამართული ნახევარფინალი საუკეთესო დროით მოიგო – 39.266 წამი.

რაც შეეხება ფინალს, ქართველმა სპორტსმენმა 200-მეტრიანი დისტანცია 39.796 წამში დაფარა და პირველადგილოსანს 0.096 წამით ჩამორჩა. ევროპული თამაშების ჩემპიონი ლიეტუველი ჰენრიკას ზუსტაუტასი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ესპანელი პაბლო გრანა დაეუფლა.

ამავე დისტანციაზე ფინალში მარიამ ქერდიკაშვილმა იასპარეზა, 49.789 წამი დააფიქსირა და მერვე ადგილზე გავიდა.