ალექსანდრე წივწივაძემ კანოეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო #1TVSPORT
ალექსანდრე წივწივაძემ კანოეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო #1TVSPORT

17 წლის ალექსანდრე წივწივაძე პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია.

კანოეში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში 18-წლამდე ნიჩბოსნები მონაწილეობენ. საქართველოს წარმომადგენელმა 1000-მეტრიანი დისტანცია 4 წუთსა და 0.193 წამში დაფარა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ალექსანდრე წივწივაძის წარმატებას ტიტულოვანი ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე გამოეხმაურა:

„ბევრი იცნობთ, მაგრამ კიდევ ბევრს მინდა გაგაცნოთ, რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე! ამ ბიჭმა რამდენიმე წუთის წინ 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატი მოიგო. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“.