ზაზა ნადირაძე ფინალშია, ყაველაშვილი და ქერდიკაშვილი - ნახევარფინალებში | მინსკი 2019 [ვიდეო/ფოტო]
კანოეში 200 მეტრ დისტანციაზე წინასწარ რბოლაში ზაზა ნადირაძემ 15 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირდაპირ დიდ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მან დისტანცია 39.421 წამში დაფარა. ნადირაძის გარდა, 40 წამზე ნაკლები დრო კიდევ ორ სპორტსმენს დასჭირდა. ლიეტუველი ჰენრიკას ზუსტაუტსის შედეგი 39.526 წამი იყო, ესპანელი ალფონსო ბენავიდესის 39.969. ამ დისციპლინაში ფინალური რბოლა 15:30 საათიდან დაიწყება.