ზაზა ნადირაძე ფინალშია, ყაველაშვილი და ქერდიკაშვილი - ნახევარფინალებში | მინსკი 2019 [ვიდეო/ფოტო]
ზაზა ნადირაძე ფინალშია, ყაველაშვილი და ქერდიკაშვილი - ნახევარფინალებში | მინსკი 2019 [ვიდეო/ფოტო]

კანოეში 200 მეტრ დისტანციაზე წინასწარ რბოლაში ზაზა ნადირაძემ 15 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირდაპირ დიდ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მან დისტანცია 39.421 წამში დაფარა. ნადირაძის გარდა, 40 წამზე ნაკლები დრო კიდევ ორ სპორტსმენს დასჭირდა. ლიეტუველი ჰენრიკას ზუსტაუტსის შედეგი 39.526 წამი იყო, ესპანელი ალფონსო ბენავიდესის 39.969. ამ დისციპლინაში ფინალური რბოლა 15:30 საათიდან დაიწყება.

კაიაკით 200 მეტრ დისტანციაზე რბოლის ნახევარფინალში იასპარეზებს ბადრი ყაველაშვილი. წინასწარ რბოლაში მან დისტანცია 35.227 წამში დაფარა და 21 მონაწილეს შორის მეცხრე შედეგი აჩვენა. ასევე ნახევარფინალში მოხვდა მარიამ ქერდიკაშვილი. კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე შეჯიბრში ფინიშთან 51.526 წამში მოვიდა და მეცამეტე იყო. ორივე ნახევარფინალი დღეს გაიმართება.