ზაზა ხუციშვილი - დეპუტატების განწყობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე ვეტო დაძლეული იქნება
ზაზა ხუციშვილი - დეპუტატების განწყობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე ვეტო დაძლეული იქნება

ვფიქრობ, დეპუტატების განწყობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კანონი გავიდა მესამე მოსმენით, უფრო მაღალი ალბათობაა, რომ პრეზიდენტის ვეტო “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე დაძლეული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ზაზა ხუციშვილმა აღნიშნა, “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტს თავის დროზე წამყვანმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა, თუმცა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში სხვა პრობლემა იყო ასახული და არა ის, რომელსაც კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი.

„საკითხი ეხებოდა ერთი მხრივ, შესყიდვებს და მეორე მხრივ, სტარტაპებს. ვფიქრობ, დეპუტატების განწყობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კანონი გავიდა მესამე მოსმენით და მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა, უფრო მაღალი ალბათობაა, რომ ვეტო იქნება დაძლეული. მე ჯერ არაფერს არ ვაპირებ, კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები, ვფიქრობ ბევრს. ერთ-ერთი რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა ჩემთვის”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.