კახა კალაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება
კახა კალაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება.

კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

დედაქალაქის მერის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.

„უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“, ეს მათი უფლებაა, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ ყოფილა და არც ამჯერად იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.