ზაზა დობორჯგინიძე - მთავრობის ადმინისტრაციასთან უსაფრთხოების ნორმები ამ დროისთვის დაცულია
რამდენიმე ლოკაცია გვაქვს, საიდანაც ვახერხებთ მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე შესვლას, – ამის შესახებ ბლოგერმა ზაზა დობორჯგინიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქციის მონაწილეების უსაფრთხოება ამ დროისთვის დაცულია.
„მოვედით ჩვენი უფლებების გამოსახატად. უსაფრთხოების ნორმები ამ დროისთვის დაცულია. რამდენიმე ლოკაცია გვაქვს, საიდანაც ვახერხებთ კანცელარიის ტერიტორიაზე შესვლას. გვაქვს იმ ადამიანების წინასწარი სიები, ვინც აქციაში იღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა ზაზა დობორჯგინიძე.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქციის მონაწილეები იკრიბებიან.