ანჯეი დუდას ფიცის დადების ცერემონიას ოპოზიციის წარმომადგენლები ლგბტ დროშის გამოსახულებიანი პირბადეებით დაესწრნენ
ანჯეი დუდას ფიცის დადების ცერემონიას ოპოზიციის წარმომადგენლები ლგბტ დროშის გამოსახულებიანი პირბადეებით დაესწრნენ

პოლონეთის საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ქვეყნის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ფიცის დადების ცერემონიას ლგბტ დროშის გამოსახულებიანი პირბადეებით, ასევე ამავე ფერების სამოსითა და დროშებით დაესწრნენ, რითაც ლგბტ თემის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ გვსურს, შევახსენოთ პრეზიდენტს, რომ კონსტიტუცია ყველა ადამიანის თანასწორობის გარანტია“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მარია ზუკოვსკამ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ანჯეი დუდამ არჩევნების წინ განაცხადა, რომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები „ადამიანები არ არიან“; რომ ეს იდეოლოგიაა, რომელიც „კომუნიზმზე სახიფათოა“. ანჯეი დუდას ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში.

დატოვე კომენტარი