ზაურ დარგალი - მარნეულში მეექვსე დღეა, „კოვიდ-19“-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ტესტირებამ პოზიტიური დინამიკა გვაჩვენა
ზაურ დარგალი - მარნეულში მეექვსე დღეა, „კოვიდ-19“-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ტესტირებამ პოზიტიური დინამიკა გვაჩვენა

მარნეულში მეექვსე დღეა, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ  დაფიქსირებულა, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტესტირება პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს.

პისიარ“ ტესტირებამ, რაც ჩატარებული იყო მარნეულში, ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაჩვენა. 1 635 ტესტიდან მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, ისიც ცნობილ კლასტერს უკავშირდება, დანარჩენი არც ერთს. ჯგუფს, რომელიც ყოველდღიურად მოსახლეობასთან ურთიერთობაშია, არც ერთს არ დაუდასტურდა „კოვიდ-19“. ბოლო ექვსი დღის დინამიკამაც გვაჩვენა, რომ მარნეულში კარგი შედეგები გვაქვს“, – განაცხადა დარგალმა.

ამასთან მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მუშაობა და საინფორმაციო კამპანია.

„სოფლებში დადის ავტომობილი. უკვე განახლდა ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვეულ რეჟიმში ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, რათა არსებულ გამოწვევაზე სწორი და ეფექტური რეაგირება მოხდეს“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.