ზაქარია ქუცნაშვილი - დღევანდელ შეხვედრაზე შიგადაშიგ საკადრო ცვლილებებზეც იყო საუბარი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრის დღევანდელ შეხვედრაზე შიგადაშიგ საკადრო ცვლილებებზეც იყო საუბარი.
როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, სხდომაზე ყველა საკითხზე ისაუბრეს, რაც დღეს აქტუალურია.
„შიგადაშიგ საკადრო ცვლილებებზეც იყო საუბარი. წინადადებები და მოსაზრებები იყო ამის თაობაზე, თუმცა განხილვა არ ყოფილა. მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე. უმრავლესობის სხდომაზე ყველა საკითხზე ვმსჯელობთ, რაც კი აქტუალურია. საუბარი იყო ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და იმ შედეგებზე, რამაც ჩვენი მოსახლეობის ჭარბვალიანობა გამოიწვია. გვჭირდება ეფექტური ზომები. რომ დავიცვათ მოსახლეობა ამისგან, რადგან ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი მიზეზია”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს და სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მსჯელობა არ გამართულა.