ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი - ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება დაცულია
ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება დაცულია.
როგორც ალექსანდრ სტარუხმა „ფეისბუქზე“ დაწერა, ის ესაუბრა ატომური ელექტროსადგურის უფროსს და მან დაარწმუნა, რომ სადგურის უსაფრთხოება დაცულია.
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია.