თბილისის ახალი სპორტის სასახლეში „ზამთრის თასის“ გათამაშების შესარჩევი ეტაპი „დ” ჯგუფშიც დასრულდა.
გადამწყვეტი იყო „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის“ შეხვედრა. ანგარიში ”ლოკომოტივმა” გახსნა.
მაგრამ „საბურთალომ“ უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ, 5:3 გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო „ლოკომოტივმა“ – მეორე.
ამგვარად, ორი მეოთხედფინალური წყვილი გაირკვა: დღეს, 20:00 საათზე „საბურთალო“ „შევარდენს“ შეხვდება, ხოლო 20:45-ზე „ლოკომოტივი“ – „სიონს“.