„ზამთრის თასი“ - „დ" ჯგუფში ”საბურთალომ” გაიმარჯვა
„ზამთრის თასი“ - „დ" ჯგუფში ”საბურთალომ” გაიმარჯვა

თბილისის ახალი სპორტის სასახლეში „ზამთრის თასის“ გათამაშების შესარჩევი ეტაპი „დ” ჯგუფშიც დასრულდა.

„დ“ ჯგუფი:
ლოკომოტივი-მერანი 9:2
საბურთალო-ცხინვალი 3:3
ლოკომოტივი-ცხინვალი 7:0
საბურთალო-მერანი 3:0
მერანი-ცხინვალი 3:4
საბურთალო-ლოკომოტივი 5:3

გადამწყვეტი იყო „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის“ შეხვედრა. ანგარიში ”ლოკომოტივმა” გახსნა.

მაგრამ „საბურთალომ“ უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ, 5:3 გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო „ლოკომოტივმა“ – მეორე.

ამგვარად, ორი მეოთხედფინალური წყვილი გაირკვა: დღეს, 20:00 საათზე „საბურთალო“ „შევარდენს“ შეხვდება, ხოლო 20:45-ზე „ლოკომოტივი“ – „სიონს“.