ზაალ უდუმაშვილი - დღეს გავიგებთ, დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდაზე ის წინადადებები, რომელზეც შეიძლება საუბარი და რაიმე შეთანხმების მიღწევა
დღეს ჩვენ გავიგებთ, რა შეიცვალა მათ მიდგომებში, დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდაზე ის წინადადებები, რომელზეც შეიძლება საუბარი, განხილვა და რაიმე შეთანხმების მიღწევა, – ამის შესახებ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დღეს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„ჩვენი ამოსავალი არის პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებზე დიალოგის გახსნა. ეს არის ის ორი მთავარი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმების საგანი, ასევე ის სამი საკითხიც, რომელიც გარკვეულწილად არის შეთანხმების საგანი. მედიატორები იქნებიან ელჩები, მათ ექნებათ ალბათ კონკრეტული წინადადებები მომზადებული,თუ როგორ ხედავენ ამ კონკრეტული კრიზისის განმუხტვის გზებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დაგეგმილი შეხვედრა 17:00 საათზე გაიმართება.