„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა 17:00 საათისთვის გადაიდო
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა 17:00 საათისთვის გადაიდო

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დაგეგმილი შეხვედრა 17:00 საათისთვის გადაიდო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

შეხვედრა 14:00 საათზე იყო დაგეგმილი. ევროკავშირის წარმომადგენლობაში არ აკონკრეტებენ, რა გახდა შეხვედრის გადადების მიზეზი.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით გაიმართება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში რამდენიმე საათის წინ მივიდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დედგნანი. ოფისში იმყოფება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც.