საფრანგეთში საპროტესტო აქციების მეხუთე ტალღისთვის ემზადებიან. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მოთხოვნები დააკმაყოფილა, ისინი საპროტესტო აქციის ჩატარებას მაინც გეგმავენ.
„ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც არ უნდა დავნებდეთ. უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ერიკ დრიუმ, რომელიც მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტია.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში 17 ნოემბერს საწვავზე ფასის მატების წინააღმდეგ დაიწყო. საპროტესტო აქციებმა მასშტაბური სახე მიიღო. აქციის მონაწილების მოთხოვნები იცვლებოდა. საბოლოოდ, მთავრობამ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა.
საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახლა ქვეყანას სიმშვიდე სჭირდება და მოუწოდებს ყვითელი ჟილეტების მოძრაობას, უარი თქვან საპროტესტო აქციებზე.