პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საფრანგეთის დედაქალაქში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პარიზში ავტომობილი და ნაგვის ურნები დაწვეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„ყვითელი ჟილეტების“ წევრებმა საფრანგეთის დედაქალაქის ორ სკვერში მოიყარეს თავი, მოგვიანებით კი მსვლელობა გამართეს. ერთი მსვლელობა ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს, მეორე მსვლელობა კი შეფერხდა, რადგან განსაზღვრული მარშრუტიდან გადახვევის გამო, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პარიზის პოლიციამ აქციის 154 მონაწილე დააკავა.

საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქცია კორონავირუსული ინფექციის მატების მიუხედავდ იმართება.

პარიზი საფრანგეთის „წითელ ზონებს“ შორისაა, სადაც ნიღბების ტარება სავალდებულოა. საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქცია თითქმის ორი წლის წინ, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საწვავის გადასახადების რეფორმის წინააღმდეგ დაიწყო.

დატოვე კომენტარი