ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ქალაქში თერმოსკრინინგის პროცესში ჩართულები არიან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები, სოფლებში კი მერის წარმომადგენლები.
„მას შემდეგ, რაც ყვარელში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მასობრივი თერმოსკრინინგის პროცესი დავიწყეთ. დავდივართ კარდაკარის პრინციპით, ქალაქსა თუ სოფელში მოსახლეობას ვუტარებთ თერმოსკრინიგს. ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომის მქონე მოქალაქე არ გამოვლენილა“, – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნინო ხუციშვილმა.
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გუშინ გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.