ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარებისას პრობლემა შეექმნათ.

„ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოვდივართ, უბრალოდ ვითხოვთ, მოყვანილი მოსავალი ნორმალურ ფასში ჩავაბაროთ. არცერთი ქარხანა საფერავის ყურძენს არ იბარებს. გვეუბნებიან, რომ შაქრიანობა აქვს დაბალი. თუ ჩვენ შაქრიანობის აწევამდე არ დავკრეფთ, ყურძენი ვაზზე დაგვიჭკნება,ისედაც უკვე ჭკნება. თან კილოგრმ ყურძენში 1,50 ლარს იძლევიან, რაც სასაცილო ფასია“, – აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დახმარებისთვის „რთველი-2020“-ის საკოორდინაციო შტაბისთვის არ მიუმართავთ.

ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას მოსავლის დროულად დაბინავებაში დახმარებას სთხოვს.