ყვარელში ავტომანქანა სახლის წინ, სკამზე მსხდომებს დაეჯახა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ახალსოფელში „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც ნასვამი იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სახლის წინ, სკამზე მსხდომ მოქალაქეებს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად, შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. რამდენიმე მოქალაქემ კი, სხეულის დაზიანება მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.