ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიის დროს ფეხით მოსიარულე მამაკაცი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ავტომანქანა საკუთარი სახლის წინ დაეჯახა, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი მძიმე დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.