ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

სოფელ კუჭატანთან მოტოციკლი სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალისტური სამსახური.