ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში ტყეში ხანძარია.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის ტყეში სავარაუდოდ, სამ ჰექტარ ტერიტორიას უკიდია. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი.
„ხანძრის ქრობაში მეხანძრეებთან ერთად ჩართულია ყვარლის მერიის შესაბამისი სამსახურებიც. შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.