YouTube რეკლამიდან შემოსავლის მიღების წესებს ამკაცრებს
YouTube რეკლამიდან შემოსავლის მიღების წესებს ამკაცრებს

BBC-ის ინფორმაციით, YouTube-ზე 17 იანვრიდან ახალი წესები ამოქმედდება. ცვლილების მიხედვით, Youtube-ზე 1000-ზე ნაკლები გამომწერის მქონე არხები რეკლამისგან შემოსავალს ვეღარ მიიღებენ, გარდა ამისა ფულის შოვნის მსურველებს მათ არხზე ბოლო ერთი წლის განამვლობაში, სულ ცოტა 4000-საათიანი ნახვა უნდა ჰქონდეთ.

აქამდე არსებული წესით, რეკლამის განთავსებისთვის საკმარისი იყო მხოლოდ სულ მცირე 10 ათასი ნახვის მოგროვება.

20 თებერვლამდე არხების მფლობელებს საშეღავათო პერიოდი აქვთ, რის შემდეგაც ყველა, ვინც არ შეესაბამება ახალ კრიტერიუმებს, თავიანთი ვიდეოებისგან შემოსავალს დაკარგავს. თუმცა, როდესაც მათი არხები ახალ ცვლილებებს მოერგებიან რეკლამის განთავსებისთვის საჭირო ბაზაში (პარტნიორულ პროგრამაში) სისტემა ავტომატურად გააგზავნის მოთხოვნას.

ახალი არხების მფლობელებს კი მოთხოვნის გაგზავნა თავად მოუწევთ.