YouTube-ი საბიუჯეტო სახსრებით მომზადებული ვიდეოების ქვეშ სპეციალურ ჩარჩოს განათავსებს

16:52, 12.11.2018

საზოგადოებრივი ფონდებისა და სამთავრობო დაფინანსების გამოყენებით მომზადებული ახალი ამბების ვიდეოების ქვეშ, YouTube სპეციალურ შეტყობინებას განათავსებს, სადაც ამის შესახებ იქნება აღნიშნული.

შეტყობინება თებერვალში უკვე გამოჩნდა აშშ-დან ატვირთულ ვიდეოებში, მალე კი გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში გამოჩნდება.

YouTube-ის განცხადებით, ამ ჩარჩოს განთავსების მიზანი ვიდეოს წყაროს უფრო გამჭვირვალეობაა.

შეტყობინება ძირითადად საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ მომზადებულ და გაზიარებულ ვიდეოებზე გამოჩნდება.

იმ მსხვილ მაუწყებლებს შორის, რომელთა ვიდეოების ქვეშაც აღნიშნული შეტყობინება გამოჩნდება, არიან:

  • Russia Today
  • Al Jazeera (კატარი)
  • ABC (ავსტრალია)
  • PBS (აშშ)
  • VOA (აშშ)
  • CNC (ჩინეთი)

გარდა ამისა, იქვე მითითებული იქნება ვიკიპედიის ბმული, რომელიც მომხმარებელს კონკრეტული მაუწყებლის შესახებ ვიკიპედიაში არსებულ სტატიაზე გადაიყვანს.

YouTube-ში იმედოვნებენ, რომ ეს ინიციატივა უზრუნველყოფს უფრო მეტ ყურადღებას „ავტორიტეტული წყაროებისადმი“.

წყარო: BBC

მსგავსი