ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით იმერეთში საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ფაქტი საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ დაუდასტურა.
მისივე ცნობით, მამაკაცი წყალტუბოს მცხოვრები იყო. ინფიცირების წყარო უცნობია.
„აღნიშნული დაავადება იმერეთის რეგიონში იშვიათია. დაავადება ჰიალომას ტკიპის ნაკბენით გადადის და შემთხვევა სოფლის მეურნეობით დაკავებულ ადამიანებში გვხვდება“, – განაცხადა გიორგიძემ.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.