ყირგიზეთის ხელისუფლება - ტაჯიკეთთან საზღვრის რაიონში შეტაკების შედეგად დაღუპული ყირგიზების რიცხვი 36-მდე გაიზარდა
ყირგიზეთის ხელისუფლება - ტაჯიკეთთან საზღვრის რაიონში შეტაკების შედეგად დაღუპული ყირგიზების რიცხვი 36-მდე გაიზარდა

ყირგიზეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტაჯიკეთთან საზღვრის რაიონში მომხდარი შეტაკების შედეგად დაღუპული ყირგიზების რიცხვი 36-მდე გაიზარდა, 129 დაშავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ყირგიზეთის განცხადებით, კონფლიქტის ზონიდან 137 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარზე ვითარება რამდენიმე დღის წინ გამწვავდა. მხარეები ერთმანეთს ბლოკ-საგუშაგოებზე და საზღვრისპირა დასახლებებზე თავდასხმაში და ტანკების, ნაღმტყორცნების, არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში სდებენ ბრალს.

ტაჯიკეთს მსხვერპლთა რაოდენობა ოფიციალურად არ გაუსაჯაროებია, თუმცა სააგენტო „როიტერი“ უსაფრთხოების სტრუქტურებზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე კვირას შეტაკებების დროს ტაჯიკეთის მხარეს მოკლულია 30 ადამიანი.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მხარეების მიერ 16 სექტემბერს შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძირითადად დაცულია. თუმცა სავარაუდოდ დაფიქსირდა რეჟიმის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა.