„ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა 2019 წლის იანვარში 2 381 ღია კამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი ჩაჭრეს
„ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალისტებმა 2019 წლის იანვარში 2 381 ღია კამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი ჩაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.
კომპანია მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ბუნებრივი აირის ნამწვი ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია.
„შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით ჯამში დარღვევის 69 133 შემთხვევა დაფიქსირდა.
ყაზტრანსგაზ-თბილისის თანამშრომლებმა 2019 წელს, მხოლოდ იანვარში 2 381 ღია კამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი ჩაჭრეს“, – აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციაში.